ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პროექტმა ევროკავშირის კონკურსში გაიმარჯვა

დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის – „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“  პრეზენტაცია გაიმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტი – „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი წარმოადგენს საჯარო, გამჭვირვალე და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას. აერთიანებს გურიის ყველა მუნიციპალიტეტს.
პროექტში ჩართულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. გუნდი საერთო პრინციპებზე დაყრნობით გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე იმუშავებს.
შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – მერაბ ჭანუყვაძემ გახსნა. გამგებელმა, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა პროექტის მნიშვნელობასა და განსახორციელებლ აქტივობებზე ისაუბრა.
„დღეს გურიის რეგიონის თვითმართველობები პირველ ნაბიჯს დგამენ ჩვენი რეგიონის და თვითმმართველობის, როგორც ინსტიტუტის განვითარების გზაზე. ჩვენი პროექტი აერთიანებს სხვადასხვა ხედვას, ინტერესს, ამასთანავე, სახელმწიფო ორგანოების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი რესურსებისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას“, – აღნიშნა ჭანუყვაძემ.
მონაწილეობითი პროცესი ე.წ. CHARETTE უზრუნველყოფს ადგილობრივი საჭიროებებისა და მოთხოვნების სრულად გათვალისწინებას, ასევე იმ პროექტებსა და ინიციატივებზე ფოკუსირებას, რომლის საშუალებითაც მოხდება ტერიტორიული განვითარების სამოქმედო გეგმების შემუშავება.
შეხვედრას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები, გურიის მუნიციპალიტეტების პირველი პირები და პროექტის მონაწილე არასამთავრობოო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს ევროკავშირის დელეგაციის სახელით დომინიკას კუბიდასი მიესალმა.
პროექტის პრეზენტაცია პროექტის დირექტორმა – ნანა თავდუმაძემ წარმოადგინა. სამომავლო გეგმებზე პროექტის კოორდინატორმა ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელმა – მინდია სალუქვაძემ ისაუბრა. დღესვე მოხდა სამეთვალყურეო საბჭოს დებულების განხილვა – დამტკიცება.
საბჭოს წევრებმა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და მომავალი შეხვედრის თარიღზე შეთახმდნენ. პროექტი „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ რეგიონულ და ეროვნულ დონეზე მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერას და განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროექტების განვითარების ლობირებას ითვალისწინებს.
13288896_1009236592499699_698919384_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები