ფედერაციის პრეზიდენტის ქმედებების გამო 41-მდე მრბოლელმა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ შეძლო

BMW Compact Cup Georgia ფედერაციის პრეზიდენტს ეროვნული ჩემპიონატის მიზანმიმართულ ჩაშლაში ადანაშაულებს.
“კლასი COMPACT 2015 წლის სეზონის დასაწყისში, რამდენიმე ენთუზიასტი მრბოლელის იდეით შეიქმნა, რამაც სულ მოკლე დროში მოგცვა საშუალება, რომ სტარტზე მდგარიყო 24 სპორტული ავტომობილი.მიუხედავად კატეგორიული მოთხოვნისა ავტოდრომის მფლობელისა-ფედერაციის პრეზიდენტისა- ორგანიზატორისა (ერთი და იგივე პირი) რომ არ დაუშვებდა ამ კლასის არსებობას, რადგან ეს კლასი ორგანიზატორის ძვირიან კლასის დაშლის წინაპირობა იქნებოდა, ჩვენ მაინც მოვახერხედ და 2015 წლის სეზონზე სრულიად განუმეორებელი სანახაობა ვაჩუქეთ ქართული ავტოსპორტის გულშემატკივრს! 2015 წლის ნოემბერში, როცა სეზონი დამთავრდა- ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება ფედერაციის პრეზიდენტთან-ავტოდრომის მფლობელთან – ორგანიზატორთან (ერთი და იგივე პირია) 2016 წლის სეზონთან დაკავშირებით, ჩვენი მოთხოვნები იყო სულ რამდენიმე: 1. სასტარტო გადასახადი არ უნდა ყოფილიყო კაბალური, რასაც ბიუჯეტური კლასი ვერ გაწვდებოდა და ხელს შეუშლიდა ახალი გუნდების ჩამოყალიბებას. 2. ერთი და იგივე საბურავების მომწოდებელისგან საბურავების შეძენა კონკრეტულ ფასად, რათა ყველა პილოტი ყოფილიყო ერთი და იგივე პირობებში. 3. გამოყოფილიყო ერთი ვარჯიშის დღე ლიცენზირებული პილოტებისთვის სიმბოლურ ფასად. 4. შეჯიბრის ორგანიზატორს დაეცვა სრულად სპორტული კოდექსი. 2016 წლის აპრილამდე მიუხედავად რამდენიმე შეხვედრისა, ავტოსპორტის სხვადასხვა დონის მესვეურებთან მაინც ვერ მივიღეთ ოფიციალური პასუხი საერთოდ სეზონის ბედზე და როგორც იქნა 2016 აპრილი შუა რიცხვებში ფედერაციის პრეზიდენმა-ავტოდრომის მფლობელმა გამოგვიყო დრო და შეგვხდა, მივიღეთ დაპირებები: ყველა პუნქტი იქნება შესრულებული, მეტიც ის გამოხატავდა წუხილს, რომ “ეს ხომ ისედაც ესე უნდა ყოფილიყო” და ა.შ. ერთადერთი, რაც მან გაგვიცხადა, იყო ის, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო წინა სეზონის ფასების 10% ფასების მატება, რასაც ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ და დავეთანხმეთ. შევთანხმდით ყველა ციფრზე, რომელიც ადეკვატური იყო, თუმცა უარი განაცხადა, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტალურად გაფორმებულიყო. 2016 წლის მაისის მიწურულს ფედერაციის პრეზიდენტმა-ავტოდრომის მფლობელმა გამოაქვეყნა 2016 წლის სეზონის ფასები, სადაც ყველაფერი იყო გაორმაგებული, წინა სასტარტო გადასახადი, ქრონომეტრაჟი, ვარჯიში, უფასო ვარჯიშის დღე, რომელიც 3 წელი არსებობდა, სრულიად გაუქმდა და ასევე აღმოჩნდა, რომ შეჯიბრამდე 2 კვირით ადრე თურმე საერთოდ არც შეუკვეთავს სარბოლო საბურავები, რომელზეც ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს შევთანმხდით, ასევე აღმოჩნდა რომ მან ვერ უზრუნველყო კლასის გენერალური სპონსორით, თუმცა ჩვენ ყველა მოყვანილი სპონსორი დაიბლოკა. სეზონის გახსნამდე 2 კვირა იყო დარჩენილი, როცა ჩვენ ვცადეთ კიდევ რამდენიმე შანსი მიგვეცა, რომ გადარჩენილიყო სეზონი ჩაშლისგან, თუმცა ერთადერთი შემხვედრი ნაბიჯი, რაც მივიღეთ რბოლის წინა ღამეს, იყო ფედერაციის პრეზიდენტისგან-ავტოდრომის მფლობელისგან-ორგანიზატორისგან (ყველა ერთი პირია) უკვე გაორმაგებულ ფასებზე მინუს 10 ლარი, რაც თავისთავად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა თითოეულ ჩვენთაგანისთვის! 41-მდე მრბოლელმა ვერ შეძლო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ფედერაციის პრეზიდენტი-ავტოდრომის მფლობელი არ არის ამ კლასის განვითარებით დაინტერესებული, რაც მან ბევრჯერ დაგვიდასტურა კლასის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით! ჩვენთვის მიუღებელია ამგვარი დამოკიდებულება და ყველა ძალღონეს ვიხმართ, რათა უმოკლეს დროში დაუბრუნდეთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები