„სი-ენ-ენი“ – 9 მიზეზი, რატომ უნდა ვესტუმროთ საქართველოს

ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ 9 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ უნდა ეწვიოს ტურისტი საქართველოს – „პატარა ქვეყანა, რომელიც ჩრდილოეთიდან კავკასიონის მთების, დასავლეთიდან შავ ზღვასა და სამხრეთიდან უდაბნოებს შორის არის მოქცეული. ეს ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთსა და რუსეთს ესაზღვრება, არა მარტო კულტურების გზაჯვარედინზე მდებარეობს, არამედ აღსანიშნავია მისი ულამაზესი ლანდშაფტი“, – წერს „სი-ენ ენი“.
1. თბილისი – ეს არის ქალაქი, რომელიც აღმაფრენის განცდას აჩენს. ამერიკული ტელეკომპანიის კორესპონდენტები განსაკუთრებით აღნიშნავენ ძველი თბილისის სახლების აივნებს და სპასრული სტილის, თურქული მოზაიკით მოხატულ აბანოებს.13293195_10206044002770742_417842817_n


2. უშგული – ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი, ეს სოფელი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 2200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.13293201_10206044002970747_717392490_n


3. საქართველო – ღვინის სამშობლოა. იუნესკოს სპაციალისტთა დასკვნების მიხედვით, ღვინის წარმოება საქართველოში 8 ათასი წლის წინ დაიწყო.13295108_10206044002850744_6717491_n


4. იდუმალი გამოქვაბულების ქალაქები. ვარძია, უფლისციხე, დავით გარეჯი – ყველაზე უჩვეულო გამოქვაბულების უძველესი ქალაქები აევროპაში.13278115_10206044003130751_1589948828_n


5. ქართული ტრადიციული სუფრა. ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა გასინჯოთ. თუ თქვენ ქართულ სუფრაზე ნამყოფი არ ხართ, თქვენ საქართველო ვერ შეიცანით. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ქართული კერძები ძალიან გემრიელი და მრავალფეროვანია.13250341_10206044002650739_166112920_n


6. მაღალმთიანი სოფლები – ცენტრიდან მოშორებული სოფლების და დასახლებების მოსახლეობა, ძირითადად, ხევსურეთსა და თუშეთში, დღესაც ინარჩუნებს ძველ ტრადიციებს, – ეს მათ არქიტექტურასაც ეხება. 13278201_10206044003050749_413520607_n
7. ყველაზე სიურეალისტური მუზეუმები ევროპაში – საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის მუზეუმი, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ გორში მდებარეობს. „სი-ენ-ენი“ აღნიშნავს, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი ამ მუზეუმს „საბჭოთა პროპაგანდის“ ნაწილს უწოდებს და მის დახურვას მოითხოვს.13293305_10206044007490860_1414595858_n


8. ლამაზი ისტორიული ეკლესიები – საქართველომ ქრისტიანობა ჩვენი წელთაღრიცხვით 324 წელს მიიღო და ქვეყანაში ბევრი ეკლესია-მონასტერი მდებარეობს. „ბევრ მათგანთან მისვლა საკმაოდ რთულია რელიეფის გამო“, – წერს „სი-ენ ენი“.13293285_10206044003210753_880923943_n


9. ქართული სტუმართმოყვარეობა – ქართველები უცხოელს შეიძლება თავდაპირველად მრისხანე და მკაცრი ბუნების ადამიანებად მოეჩვენოთ, მაგრამ მათი უმეტესობა ძალზე კეთილიგანწყობილი და სტუმართმოყვარეა. ქართველისთვის სტუმარი – წმინდა ცნებაა და ის ხშირად საკუთარ საქმეს თავს ანებებს, რათა სტუმარს დაეხმაროს.
13292906_10206044003010748_213413402_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები