მაია ბითაძე პროექტის -„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ექსპერტებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე პროექტის -„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ექსპერტებს შეხვდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია უზრუნველყოს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება მას შემდეგ, რაც საქართველოში შეიქმნება ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სრულიად ახალი სამართლებრივი ბაზა.
შეხვედრა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაკისრი გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროში არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით ხორციელდება.
შეხვედრა ხელს შეუწყობს ორი პროექტის დაახლოებას, რათა სინერგიის შედეგად მოხდეს პროგრესული და ეფექტიანი გარემოსდაცვითი პასუხიმგებლობის სისტემის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს დეგრადირებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას.
შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაცია და ხედვები ერთმანეთს გაუზიარეს, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი განხორციელდება ევროკავშირის მირ დაფინანსებული პროექტის დასრულების შემდგომ. აღნიშნული პროექტები ურთიერთშეთანხმებულად და თანმიმდევრულად უზრუნველყოფენ საქართველოში ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი გარემოსდაცვითი პასუხიმგებლობის საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას და მის აღსასრულებლად სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები