მაშველებმა მტკვარში მანქანით გადავარდნილი მღვდელ-მონაზვნის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მტკვარში რამდენიმე დღის წინ მანქანით გადავარდნილი მღვდელ-მონაზვნის ცხედარი იპოვეს. ბასილ კორტავას ცხედარი ავტომობილში იყო, რომელსაც მაშველებმა  იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს გამთენიისას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრაგედია მოხდა. მშრალი ხიდის მიმდებარედ “ოპელის” მარკის ავტომობილი მტკვარში გადავარდა. საჭესთან სამების ტაძრის მღვდელ-მონაზონი ბასილ კორტავა იჯდა.

9a8d9841e4592614454ed2526cf02439

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები