რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროკავშირთან ერთად პირველ პროექტს ახორციელებს

ევროსაბჭო და ევროკავშირი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში პირველ ერთობლივ პროექტს „ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ბაზის გაძლიერება“ ახორციელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშული პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს: სომხეთს, საქართველოს, მოლდავეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსიასა და უკრაინას მოიცავს და მისი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა, მუნიციპალიტეტების გაძლიერების ხელშეწყობა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებაა.
მათივე ინფორმაციით, პროექტს ორი ძირითადი მიმართულება აქვს: 1. ინტერ-მუნიციპალური თანამშრომლობის ხელშეწყობა და 2. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ხელშეწყობა ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესებაში.
პირველ ეტაპზე პროექტი საპილოტე მუნიციპალიტეტებში განხორციელდება და „ინტერ-მუნიციპალური თანამშრომლობის ხელშეწყობის” მიმართულებით ათი, ხოლო „ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესების” მიმართულებით 7 მუნიციპალიტეტი ჩაერთვება. შემდგომ ეტაპზე პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები