როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – გრძელვადიანი პროგნოზი

საქართველოში, მაისის ბოლომდე არამდგრადი, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ხვალ, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ხვალ დღისით 26-28 გრადუსის ფარგლებში იქნება, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში – 23-25 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში, ხვალ ზოგგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. შესაძლოა სეტყვა და სუსტი ქარიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით 20-25 გრადუსი დაფიქსირდება.
ხანმოკლე წვიმა და ელჭექი ხვალ თბილისშიცაა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა 23 გრადუსი იქნება.
23-24 მაისს, საქართველოში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა და ელჭექი.
23 მაისს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით 25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 27 გრადუსამდე, თბილისში – 25 გრადუსი.
24 მაისს, აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა უფრო ღამისა და საღამოს საათებში დაფიქსირდება. დასავლეთის ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე წამში 10-15, პერიოდულად კი, 17-22 მეტრი წამში იქნება.
ასევე, 24 მაისს, თბილისში დღისით ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები