ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი მოქალაქეებთან შეხვედრას აგრძელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე აგრძელებს მოქალაქეებთან შეხვედრას. კობა კობალაძემ მოქალაქეებთან და ვეტერანებთან შეხვედრები 6 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე მიღებაზე 217 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო დანარჩენ სამუშაო დღეებში – 560.
როგორც „კვირას“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, მოქალაქეების მხრიდან გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები: ჯანდაცვის კუთხით სოციალური საკითხი, რაც გულისხმობს მედიკამენტების, ოპერაციისა და პროთეზირების დაფინანსებას, ასევე მნიშვნელოვანია დასაქმების თემა, საკითხი ვეტერანისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მარჩენალდაკარგულთა კომპენსაციის შესახებ, ვეტერანებისთვის პრიორიტეტულია განათლების დაფინანსება, ასევე გამოიკვეთა საცხოვრებელი ფართის, ბინის (ქირის, ავარიული ბინის შეკეთება) პრობლემები.
შეგახსენებთ, რომ დირექტორთან მოქალაქეების მიღების დღეებია – ოთხშაბათი და პარასკევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები