მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველი წინდა მოციქულ იაკობის ძმა იყო. იგი იაკობ და პეტრე მოციქულებთან ერთად უფლის ერთ-ერთი ერთგული მოწაფე გახდა. ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა სწორედ წმინდა იოანე ღვთისმეტყველს მიანდო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა. თავად ღვთისმშობელსაც მოციქულის სახით სამყაროზე ზრუნვა ჩააბარა.
უფლის სიტყვა წმინდა მახარებელმა იერუსალიმში, სამარიაში, ეფესოსა და კუნძულ პატმოსზე იქადაგა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა მოციქულთაგან ყველაზე მეტხანს იცოცხლა და ღრმად მოხუცი მშვიდად მიიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები