„ინოვამ“ გინეკოლოგიაში თანამედროვე ლაპაროსკოპიული ქირურგიის საერთაშორისო მასტერკლასს უმასპინძლა

 19-20 მაისს, სამედიცინო ცენტრ „ინოვაში“ ჩატარდა საერთაშორისო მასტერკლასი თემაზე “თანამედროვე ლაპაროსკოპიული ქირურგია გინეკოლოგიაში”. აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური მასტერკლასი საქართველოში პირველად ჩატარდა. მასტერკლასს ესწრებოდა გინეკოლოგიის სფეროში მომუშავე 260 დელეგატი 8 ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, ლატვია, ყაზახეთი, უზბეკეთი, სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი. მასტერკლასის მიმდინარეობის პროცესში განხორციელდა ლაპაროსკოპიული ოპერაციების პირდაპირი ტრანსლაცია, რამაც დელეგატებს საშუალება მისცა უფრო უკეთ გაცნობოდნენ ახალი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებს. მასტერკლასს უძღვებოდნენ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვადიმ ხატიაშვილი – მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი “ინოვა”-ს ოპერაციული გინეკოლოგიის და გინეკოლოგიური ენდოსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელი; სამედიცინო ცენტრი „ინოვას“ თანადამფუძნებელი; მედიცინის დოქტორი, პროფესორი ირაკლი თოდუა – მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი “ინოვა”-ს გინეკოლოგი, ონკოქირურგი; სამედიცინო ცენტრი „ინოვას“ თანადამფუძნებელი; პროფესორი არნო ვატიესი – დუბაის კლინიკა „ლატიფას“ გინიკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დუბაი; მოწინავე გინეკოლოგიური ენდოსკოპიის კურსის ხელმძღვანელი, IRCAD, სტრასბურგი საფრანგეთი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვიტალი ბეჟენარი – მეანობა-გინეკოლოგიის და ნატალოგიის კათედრის ხელმძღვანელი, აკადემიკოს პავლოვის სახელობის სანკტ პეტერბურგის პირველი საუნივერსიტეტო გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი; პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი – ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის (CICE) , კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი; დესტენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს გინეკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგი კონსულტანტი, კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი; მასტერკლასზე განიხილებოდა: ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია-როგორ გავაკეთოთ მარტივად და უსაფრთხოდ, მიომების ლაპაროსკოპიული მკურნალობა – თანამედროვე მიდგომა, ენდომეტრიოზის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, საკვერცხის რეზერვის შენარჩუნების მიზნით, საკვერცხის ენდომეტრიოზის მკურნალობა – რა არის ახალი? და სხვა. მასტერკლასის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. მისამართი: სამედიცინო ცენტრი „ინოვა“. სანდრო ეულის 7ა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები