სოფელ მარელისში 4 კმ-იანი ასფალტის საფარიანი გზა დაიგება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 4 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მარელისის ტყე-პარკის კოტეჯამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი პირველად კეთდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის პროფილირებული არხები. ასევე, გატარდება გზის უსაფრთხოების სამუშაოები. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 1 091438,00 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები