“ბიომასის საწვავის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტზე იმსჯელეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ,,ბიომასის საწვავის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტზე იმსჯელეს.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე პროექტის შემსრულებლებმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს საქართველოში ბიომასის წარმოების სფეროში კერძო სექტორის განვითარების პროცესი და პროექტის მოსალოდნელი შედეგები გააცნეს. პროექტი საქართველოში ბიომასის საწვავის (ბრიკეტების) მდგრად წარმოებასა და კერძო სექტორის მხარდაჭერით გამოყენების ხელშეწყობას უზრუნველყოფს, რაც სამომავლოდ ტყის რესურსების მდგრად გამოყენებას შეუწყობს ხელს. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, ტექნიკური ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები. პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო პროექტის შემსრულებელი ორგანიზაცია გაეროს განვითარების პროგრამაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები