„ჯორჯიან მანგანეზ“-მა მოპოვებითი სამუშაოები განაახლა

დათქმულ დროში, 20 მაისიდან, „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაახლა მოპოვებითი სამუშაოები და გააუქმა მუშაობის სპეციალურ რეჟიმი, რომელიც შემოღებულ იქნა მეტალურგიულ ინდუსტრიაში შექმნილი კრიზისისა და საწარმოში დაგროვილი მანგანუმის მადნის ჭარბი რაოდენობის გამო. „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილებაში არსებულმა შვიდმა მაღარომ და ღია კარიერებმა სრული დატვირთვით განაახლეს მადნის მოპოვებითი სამუშაოები.
მუშაობის სპეციალური რეჟიმი „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ამა წლის 20 იანვარს შემოიღო და თავიდანვე მისი მოქმედების ვადა ოთხი თვით განისაზღვრა. განვლილი პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა 90%-ს (3400 თანამშრომელამდე) ეძლეოდათ სატარიფო განაკვეთის (ხელფასის) 60%, სრულად უფინანსდებოდათ საოჯახო სამედიცინო დაზღვევა და ასევე კომპანიამ ვალდებულება აიღო დასაქმებულთა საბანკო ვალდებულებების გადახდა, რათა საბანკო გადასახადებით არ შემცირებოდათ ანაზღაურების ნაღდი ფულის წილი.
მუშაობის სპეციალური რეჟიმის პერიოდში „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჩაატარა კომპლექსური სამშენებლო სამუშაოები, რომლის განმავლობაშიც სრულად გარემონტდა და კეთილმოეწყო ე.წ. ბაზალტების მაღარო, მაღაროელთა მოსასვენებელი სახლი, გარემონტდა ყოფილი სანატორიუმის შენობა და ცენტრალურ დამყვან ფაბრიკასთან რეკონსტრუირება ჩაუტარა 1- კილომეტრიანი გზის საფარს.
აღნინული პერიოდის განმავლობაში, „ჯორჯიან მანგანეზმა“ განახორციელა შეკეთებითი სამუშაოები მაღაროს შიდა ტექნიკურ მოწყობილობებზე, შეიძინა და განაახლა ჩამტვირთავ-მოპოვებითი სპეცტექნიკა.
ჭიათურელთა და კომპანიაში დასაქმებულთა თხოვნით „ჯორჯიან მანგანეზმა“ საჩუქარი გაუკეთა ქალაქს და მთავარ მოედანზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის კოშკურაზე დაამონტაჟა საათი, რომელიც ზუსტ დროს მოქალაქეებს გონგებით შეატყობინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები