თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სააქციო საზოგადოება „თელასი“ შეზღუდვების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:
„ნაძალადევის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის სამხედრო დასახლების, ლაგურაშვილის, გაბაშვილის, საგუბარის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, ხიზამბარელის, ხიზაბავრის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქი 202-ის, ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, ივერიელის, ლეხ კაჩინსკის, წულაძის, ციხისძირის, დიდგორის, შალვა დოლიძის, ნინიძის, ბოგდან ხმელნიცკის, მრევლიშვილის, მუჯირიშვილის, ჟონეთის, აბრამიშვილის, მარტყოფის, ირბახის, ნასაკირალის, აბულაძის და გურჯაანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) და შინდისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, კაპანელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის და თევდორე მღვდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, ბენაშვილის, გრანელის, საბჭოს, ჩუბინაშვილის და მაზნიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები