ბურძგლას ქუჩაზე დაჭრილ ახალგაზრდას ოპერაცია უტარდება

ბურძგლას ქუჩაზე დაჭრილ ახალგაზრდას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. როგორც ჟურნალისტებს ექიმმა განუცხადა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად უტარდება ოპერაცია. მდგომარეობა მძიმე არ არის“, – განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
შეგახსენებთ, რომ საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, რის შედეგადაც მან ფეხის არეში ჭრილობა მიიღო. სავარაუდოდ, უკვე ცნობილია ავტომობილი, რომლითაც დამნაშავე გადაადგილდებოდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ახაგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118 -ე და 236 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები