“პოზიციას” ორგანიზებით, ნიდერლანდების ელჩმა ქართველი სტუდენტებისთვის სემინარი გამართა

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციას“ ორგანიზებით, პროექტის “დიპლომატიური საუბრები” ფარგლებში, დღეს თბილისში, სასტუმრო “ვეძისის” საკონფერენციო დარბაზში ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში ჯოს დუმამ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარი გამართა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ეს რიგით მე-5 სემინარია.
ელჩმა, ძირითადად, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებულ კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროინტეგრაციასა და ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
“არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ “დიპლომატიური საუბრების” ფარგლებში გამართულ სემინარებში, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებისგან. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ტარდება და მისი ხანგრძლივობა ერთი საათია.
“პოზიციას“ მიერ შექმნილი აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წინა სემინარებს უძღვებოდნენ ბულგარეთის ელჩის მეორე მდივანი, იასემ ტომოვი, ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინტერნეტ-მასმედიისა და სოციალური მედიის განვითარების სფეროებში, ვიქტორ დავიდოფი, აშშ-ის ელჩის მდივანი, მონიკა დორადო და სლოვაკეთის ელჩი საქართველოში.
„სემინარების უმთავრესი მიზანია, ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია სხვა ქვეყნებში სწავლის გაგრძელებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები