შოთა არველაძე IBSU-ს ეწვია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, შოთა არველაძეს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა სტუმარს კარიერასა და სამწვრთნელო საქმიანობაზე დაუსვეს შეკითხვები.
საუბარი ასევე შეეხო თურქეთში მისი მოღვაწეობის პერიოდს. შოთა არველაძემ მნიშვნელოვანი კარიერული მომენტები გაიხსენა და საქართველოში ფეხბურთის განვითარების პერსპექტივასაც შეეხო. სტუდენტებმა შეხვედრის ბოლოს სტუმართან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ვეტერან ფეხბურთელს ავტოგრაფი ჩამოართვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები