გიგლა აგულაშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრი გურიის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მხარის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, თემურ ჭკუასელთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
როგორც „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა ხე-ტყის და წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სოციალურ ჭრებთან დაკავშირებული პროცედურების უფრო მეტად გამარტივება იყო. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენებიც ესწრებოდნენ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში ეტაპობრივად გამართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები