შალვა საბაური: ვასრულებთ სიტყვას, რადგან ჩვენ არ ვართ პოზიციებს გამოკიდებულნი

„ჩვენ ვასრულებთ სიტყვას, რომელიც უნივერსიტეტისთვის კრიზისულ პერიოდში დავდეთ – თუ იმჟამინდელი რექტორი ვლადიმერ პაპავა დატოვებდა თანამდებობას, ჩვენც ანალოგიურად მოვიქცეოდით. მას შემდეგ კიდევ გაგრძელდა კრიზისული პერიოდი უნივერსიტეტში. დღეს შედარებით მშვიდი გარემოა, ამიტომ ვასრულებთ სიტყვას, რადგან ჩვენ არ ვართ პოზიციებს გამოკიდებულნი”, – ამის შესახებ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე თსუ-ს თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების თარიღმა გადაიწია.
არჩევნები გაიმართება არაუგვიანეს 6 თვისა, ვინაიდან არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია – შეიცვლება თუ არა რაიმე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში. ჩვენ ჩავერთვებით ნებისმიერ დისკუსიაში, რომელიც თვითმმართველობის მოდერნიზებას შეეხება”, – განაცხადა საბაურმა.
სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა შალვა საბაურმა უარყოფითად შეაფასა განათლების მინისტრის, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლისა და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრების შეხვედრა.
სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა სახალხო დამცველის დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ომბუდსმენმა გააკეთა არაადეკვატური და არაკომპეტენტური განცხადება და მისი განცხადება შეიცავს ფუნდამენტურ ცდომილებას – ”სტუდენტურ თვითმმართველობაზე საუბრისას ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან გაერთიანებასა და არჩევით ინსტიტუტს“.
სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად ისინი გააგრძელებენ ბრძოლას უნივერსიტეტის ავტონომიისთვის უკვე სტატუსების გარეშე, როგორც თვითმმართველობის რიგითი წევრები. თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა და ვიცე-პრეზიდენტებმა: პაატა ბახტურიძემ და თორნიკე ცინაძემ თანამდებობები დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები