ბათუმში გმირთა ხეივნის ახალ საინვესტიციო პროექტს საფუძველი ჩაეყარა

ბათუმში გმირთა ხეივნის ახალ საინვესტიციო პროექტს საფუძველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან დავით ბალაძესთან ერთად, ჩაუყარა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის ფარგლებში კომპანია 1000 კვ.მ ტერიტორიაზე 105-ნომრიან სასტუმროს, 300 საცხოვრებელ აპარტამენტს, კომერციული ფართებს, სპა ცენტრს, საზოგადოებრივ კვების ობიექტს (“ლაუნჯი”, ბარი, კაფე, ლუდის ბარი) და გასართობ ცენტრს (კინოთეატრი) განათავსებს.
გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანში არსებული 3 ჰა ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება. კონცეფციის მიხედვით, შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტისა და სპორტული ცენტრების განთავსებაა შესაძლებელი. პროექტი ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები