მაკა ჩიჩუა თომას ფეისტთან ერთად ლაიფციგში ბავშვთა ჰოსპისს ესტუმრა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და დოქტორი ფეისტი იმ ჰოსპისს ესტუმრნენ, რომელსაც დეპუტატი დაარსების დღიდან კურირებს და ეხმარება, როგორც ბუნდესტაგის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი.
„ჩვენთვის ძალიან საინტერესოა საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბავშვთა ჰოსპისების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათი მრავალწლიანი გამოცდილების გაცნობა, რადგან საქართველოშიც შენდება პირველი ასეთი დაწესებულება. საინფორმაციო მასალების გაცვლაზე უკვე შევთანხმდით“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
პირველი ლედი გერმანიაში ჰოსპისების მუშაობის სისტემასა და სპეციფიკას ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა, რომლებიც საქართველოში ბავშვთა პირველ ჰოსპისს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით აშენებენ.
მაკა ჩიჩუამ ლაიფციგში ჰოსპისის წარმომადგენლები საქართველოში ჰოსპისის გახსნაზე მოიწვია, რომელიც 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება.
ეს იქნება პირველი დაწესებულება/სახლი, სადაც პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს. ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურება უფასო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები