ახალი პროექტები ეროვნულ საშენ მეურნეობაში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს ეროვნულ საშენ მეურნეობაში უმასპინძლა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს მეურნეობაში მიმდინარე პროექტები ადგილზე გააცნო.
2016 წლის იანვრიდან, მეურნეობის ფუნქციებს დაემატა – კომპეტენციის ფარგლებში ველური ფაუნის ადგილობრივ სახეობათა სადედე ეგზემპლარებისა და სხვა მოსაშენებელი მასალის მოპოვება, შეძენა და მოშენება, როგორც ბუნებრივ გარემოში გაშვების, ასევე რეალიზაციის მიზნით.
კაპიტალურად გარემონტდა ყოფილი საბოცვერეს შენობა, სადაც განთავსდა საწიწილე საზრდელი ოთახები, საინკუბატორო და საკვების საამქრო. მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები.
შემოყვანილია 80 ფრთა კაკაბი და კოლხური ხოხობის 8 ოჯახი. ახლო მომავალში ეროვნულ საშენ მეურნეობაში გნოლს, დურაჯსა და ხონთქრის ქათამს მოაშენებენ. ასევე, კავკასიური როჭოს მოსაშენებლად სპეციალური პირობების ხელოვნურად შექმნის შესწავლა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები