თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის II შესახვევის და მუხაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის VII მიკრორაიონის და სოფელ გლდანის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ბროსეს და მესხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ნავთლუღის დასახლების, წინანდლის, ვაჟა ივერიელის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, წერნაკის და ჰოლბრუკის ქუჩების მოსახლეობას.
 
დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის, კიკეთის (ნაწილობრივ) და დიდების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ალილუევის, ურიდიას, დადიანის, სურგულაძის, მანჯგალაძის და კონსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ჩერნიშევსკის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, მარჯანიშვილის, ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის მცხოვრებლებს.
 
10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები