საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები 18 მაისს, საგანგებო განცხადებას გაავრცელებენ. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების, ოპერატორების, მემონტაჟეებისა და ტექნიკური სამსახურის ნაწილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.
მედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ისინი საგანგებო მიმართვას გაავრცელებენ. მთავარი მოთხოვნა „ხელფასების გაზრდა და საზოგადოებრივ მაუწყებელში სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაა“.
მედიაში დასაქმებულთა პროფკავშირის წევრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია მიმართავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მედიატორის გამოყოფის თხოვნით.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დასაქმებულები გაფიცვის უფლებას იტოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები