საქართველოს პრეზიდენტი ,,ქარავან არტ ფორუმი 2016“-ის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, ,,ქარავან არტ ფორუმი 2016“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტთან ერთად ფესტივალი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნეს.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ორგანიზატორის ქუთაისის მერიაა, 17-დან 20 მაისის ჩათვლით იმართება. 18 მაისს, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში მრგვალი მაგიდა მოეწყობა. 19 მაისს დაგეგმილია ანრი მაჭავარიანის მასტერ კლასი. საღამოს ქუჩის აქცია და არტ გრაფიტი მოეწყობა. 20 მაისს გაიმართება კონცერტი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით. მსმენელის წინაშე ანიტა რაჭველიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და დავით შამანაური წარდგებიან.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები