საპატრულო პოლიცია თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

საპატრულო პოლიცია თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. საკრებულოსთან „პარტიზანი მებაღეები” არიან შეკრებილნი, რომლებიც დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მერის, დავით ნარმანიას მისვლას ელოდებიან.
სამართალდამცველების განცხადებით, იმის გამო, რომ რუსთაველის გამზირზე მეორე აქციაცაა დაგეგმილი, შესაძლოა, რაიმე ექსცესს ჰქონდეს ადგილი, რის გამოც მომიტინგეებს საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლებას სთხოვენ, თუმცა, აქციის მონაწილეები მათ თხოვნას არ ემორჩილებიან.
როგორც მომიტინგეები აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არღვევს მათ უფლებას და არ აძლევს თავისუფლად აზრის გამოხატვის საშუალებას.
”პარტიზანი მებაღეების” ბოტანიკური ბაღისთვის იმ ტერიტორიის დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც ცოტა ხნის წინ სხვა ტერიტორიაში გაიცვალა. დღეს, 14.00 საათზე, დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მერის დავით ნარმანიას მისვლა და მოხსენებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები