სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არიან დაშავებულები

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული.(ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი ბრიგადა და რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები