აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა გაიმართება

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა გაიმართება.

17 მაისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განჩინებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია  „ერთსულოვნების“ დარბაზს, 18:00 საათზე, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები ოჯახთან ერთად, საკუთარ ნამუშევართა ( ფერწერა,გრაფიკა,ქანდაკება ) გამოფენას დაესწრებიან.

იმავე საღამოს ნაჩვენები იქნება სტუდია „ავტოგრაფის“ მიერ მომზადებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „უდროობის გმირი“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველ თავჯდომარის არზაყან ემხვარის და მისი ოჯახის წევრების ცხოვრებასა და ბედს ეძღვნება. ისტორიის დოკუმენტები თანამედროვეობის გადასახედიდან, 1918-21 წლების საქართველოს ყველაზე რთული თარიღები, ქართველთა და აფხაზთა საერთო საფლავები, დრო და მოვლენები შთამომავალთა კომენტარებით.

ფილმის ავტორი ნინო ხოფერიაა, რეჟისორი ზვიად მიქელაძე. გამოფენაში მონაწილეობას მიირებენ მხატვრები – გიზო ხობუა, ნუგზარ მგალობლიშვილი, ირმა გელანტია , ნანა ესიავა, ქეთევან შენგელია, ნინო ჭედია, ვალერი ჩარგაზია, მანანა ძოძუაშვილი, დინა ვეკუა , ნერსე ბაცაში.

ღონისძიების ორგანიზატორი კი საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები