„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ კომაროვის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა.
მოსწავლეები თავდაპირველად სსე-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ და ცენტრალური სადისპეტჩერო მოინახულეს.
დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ აქვს და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგადად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
ცენტრალური სადისპეტჩეროდან მოსწავლეები სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ეწვივნენ. პოლიგონის სამუშაო გარემო მაქსიმალურად არის მიახლოვებული იმ რეალურ გარემოსთან, სადაც ქვესადგურის პერსონალს უწევს მუშაობა. მოსწავლეებმა უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების სამუშაო პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ენერგეტიკული მდგრადობა განაპირობებს, ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება სსე-თვის პრიორიტეტს წარმოადგენს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ უფროსკლასელებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები