სოფელ ძალისში ვეტერანებს საყოველთაო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით მცხეთაში, სოფელ ძალისში, ვეტერანების საყოველთაო სამედიცინო გამოკვლევა ჩატარდა.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ის პერმანენტული ხასიათის იქნება და თითქმის ყველა სოფელს მოიცავს. ვეტერანები მიიჩნევენ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ ჯანდაცვაა და ხშირად უხდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა ჯანმრთელობის მოსაწესრიგებლად, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის კობა კობალაძის განცხადებით, სწორი დიაგნოსტიკა ვეტერანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რის შემდეგაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევათ, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებიც სრულიად უფასოდ მიეცემათ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები