აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი თურქეთიდან საქართველოში შემოაბრძანეს

აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი თურქეთიდან საქართველოში შემოაბრძანეს. უკვე რამდენიმე დღეა, მომლოცველები ხატთან ერთად მსვლელობით იმ გზას გადიან, რომელიც ქრისტეს მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში შემოსვლისას გაიარა.
ღვთისმშობლის ხატის შემობრძანებასთან დაკავშირებული საზეიმო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ჩაატარა.
17 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებულ ოჯახის დაცვის დღეს თბილისში, ვარდების მოედნიდან საზეიმო მსვლელობა გაიმართება. მომლოცველები ხატს სამების საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები