უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ახორციელებს.
პროექტის მიზანი საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების ხელშეწყობაა.
პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდება უბისის მონასტერს, ასევე, მოეწყობა საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე მისასვლელი გზა და სანიტარული წერტილები. პროექტის ღირებულება 1 422 609 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები