როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვა.
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. დასავლეთში ჰაერი დღისით 22 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთში 22-დან 25 გრადუსამდე.
საქართველოს მასშტაბით 17 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა მცირედით მოიმატებს, თუმცა 18 მაისს კვლავ იწივიმებს და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები