ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კაბინეტი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სამუშაო კაბინეტი, 15 მაისს, მწერლის იუბილესთან დაკავშირებით გაიხსნა.
კაბინეტში გამოფენილია  მწერლის ნაქონი ლეგენდარული სავარძელი, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული მისი ყველა მნიშვნელოვანი გამოცემა, მათ შორის უცხოენოვანი გამოცემები და ასევე, წარმოდგენილია ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოარქივში დაცული მწერლის უნიკალური ფოტოები.
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სამუშაო კაბინეტი ხელმისაწვდომი იქნება, როგორც მკითხველთათვის, ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები