მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომიდან მესამე კვირას წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს

მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომიდან მესამე კვირას წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკაშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეასრულა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლი დალოცა.
დღესვე, უწმინდესი თბილისში, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საძირკვლის მშენებლობას აკურთხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები