კახა კალაძე შორენა ბეგაშვილის შვილის ოპერაციისთვის 10 000 ლარს გადარიცხავს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე შორენა ბეგაშვილის შვილის ოპერაციისთვის 10 000 ლარს გადარიცხავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გაფრინდაშვილი ავრცელებს.
მსახიობი შორენა ბეგაშვილი და მისი შვილი ევა ბარბაქაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებიან. დედა-შვილი თურქეთში ორი დღის წინ გაფრინდა.
პაციენტის თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე ტრანპორტირება კატასტროფის მედიცინის მანქანით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო. დღეს პაციენტს ხერხემალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება.
ევა ბარბაქაძის დასახმარებლად მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: “საქართველოს ბანკი”: GE57BG0000000642055200
TBC ბანკი: GE61TB7723536010100019 (GEL) GE40TB1123536110100031 (USD)
ბანკი „რესპუბლიკა“: GE39BR0000010929691997
მიმღები: შორენა ბეგაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები