სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ერს თამარობა მიულოცა

დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა და ტაძარში შეკრებილებს თამარობა მიულოცა.
უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და თამარ მეფის ღვაწლის შესახებ ისაუბრა. უწმინდესის თქმით, წმინდა მეფე თამარი განსაკუთრებული წმინდანია საქართველოს ისტორიაში.
ილია მეორის განცხადებით, წმინდა თამარ მეფემ საეკლესიო კრება მოიწვია და სასულიერო პირებს, პატრიარქს მიმართა, რომ სამღვდელოებისა და ხალხის განსჯა მისგან დაეწყოთ.
„თქვენ იცით, რომ თამარ მეფე ორჯერ ეკურთხა მეფედ. ჯერ მამის დროს, მერე მამის გარდაცვალების შემდეგ. მისი პირველი ბრძანება იყო: გახსენით საუნჯენი, დაურიგეთ გაჭირვებულ ხალხსო. თამარ მეფე დღესაც მფარველობს საქართველოს და საქართველოს ეკლესიას. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს“, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები