13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის ზონაში ქირით მცხოვრები ოჯახები დახმარების სახით 6 ათას ლარს მიიღებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წარუდგინა.
დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ საკრებულოს წევრებს 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განმარტა, რომ ცვლილების მიხედვით, 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის ზონაში ქირით მცხოვრები ოჯახებისთვის თანხები დამატებით გამოიყოფა. მისივე განცხადებით, თითოეულ დაზარალებულ ოჯახზე დახმარება 3 ათასი ლარით იგეგმებოდა, თუმცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივით, წესში წარმოდგენილი ცვლილების თანახმად თანხა გაიზარდა და ერთი და ორსულიანი ოჯახების დასახმარებლად ერთჯერადად 4 ათასით, ხოლო სამი და მეტ სულიან ოჯახებისთვის კი 6 ათასი ლარით განისაზღვრა. აღნიშნულ საკითხს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს წევრებმა დღესვე გლდანის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დიმიტრი ორმოცაძის, ხოლო მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ გვანცელაძის კანდიდატურები დაამტკიცეს. ამავე სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცებას დაუჭირეს მხარი. სხდომას თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დეპუტატებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხები წარუდგინეს. დღესვე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტები დაამტკიცეს და ასევე ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ ჩატარების შესახებ თბილისის საკრებულოს 2015 წლის დადგენილებასა და განკარგუკლებაში ცვლილებების შეტანას დაუჭირეს მხარი. სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები