მთაწმინდის პარკში ძაღლების გამოფენა გაიმართება

მსოფლიო კინოლოგიური კავშირის (WKU) საერთაშორისო ღონისძიებების კალენდარული გეგმის თანახმად, 2016 წლის 15 მაისსб თბილისში, მთაწმინდის პარკშიб ჩატარდება ძაღლების საერთაშორისო გამოფენა. გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს პროფესიონალთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირი. საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და მთაწმინდის პარკი, ასევე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები იზრუნებენ უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე.
ჯიშიან ძაღლებთან ერთად, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ პატრონიანი მეტისები, რომელთაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მსაჯები შეაფასებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები