ოჯახებისთვის, რომლებიც 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის ზონაში ქირით ცხოვრობდნენ, დამატებითი თანხები გამოიყოფა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის მიერ წარმოდგენილ საკითხს, რომელიც 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიით დაზარალებულ პირთა „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის დადგენილებაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
ცვლილების მიხედვით, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის ზონაში ქირით ცხოვრობდნენ, დამატებით გამოიყოფა თანხები.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე თანხმობა მიეცა თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის – “თბილისის” ჩატარების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის დადგენილებაში ტექნიკური ცვლილებების შეტანას და თბილისში სხვადასხვა მისამართზე ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები