ჯაბა ჯიშკარიანის ინიციატივით ბორბალოს ქუჩაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი წევრის ჯაბა ჯიშკარიანის ინიციატივითა და შუამდგომლობით, ბორბალოს ქუჩაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.
ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, ბორბალოს ქუჩის მცხოვრებლებმა დეპუტატის ბიუროს სტიქიის შედეგად დაზიანებული და სიძველისგან ჩამოშლილი ნარჩენების გატანის თაობაზე მიმართეს.
დასუფთავების აქცია, რომელშიც დეპუტატმა პირადად მიიღო მონაწილეობა, მთაწმინდის რაიონის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის, შპს „კობი ჯგუფის“ და ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით განხორციელდა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, მთაწმინდის რაიონში მსგავსი ტიპის ღონისძიებები პერმანენტული ხასიათისაა და მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები