ცესკო-ში ქორწინების ცნებასთან დაკავშირებული სარეფერენდუმო საკითხის დარეგისტრირებაზე იმსჯელებენ

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ქორწინების ცნებასთან დაკავშირებული სარეფერენდუმო საკითხის დარეგისტრირებაზე იმსჯელებენ. სხდომა ცესკო-ში 16:00 საათზე გაიმართება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქორწინების ცნების განსაზღვრის შესახებ სარეფერენდუმო წინადადების კითხვის ფორმულირებაზე 22 აპრილს იმსჯელეს. საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებით განისაზღვრა კითხვის ფორმულირება, რომელიც შემდეგია: ”თანახმა ხართ თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის”.
22 აპრილს არ გამართულა მსჯელობა საკითხის რეგისტრაციაში გატარების შესახებ და მხოლოდ კითხვის ფორმულირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები