26 მაისს საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისს საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, ნოქალაქევში, ქუთაისში, იყალთოსა და ვარძიაში ერთდროულად შედგება წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია.
მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა. რუსთაველის გამზირზე სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები წარმოადგენენ თემატურ გამოფენებს და სხვადასხვა სახის სანახაობებს. მოეწყობა სპორტული, საბავშვო, შემეცნებითი და ინფორმაციული კუთხეები. 26 მაისის ღონისძიებებს დაასრულებს გალა-კონცერტი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ გაიმართება და საზეიმო ფოიერვერკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები