ეროვნულ მუზეუმში ალექსანდრე ქართველის შესახებ საარქივო მასალები გამოიფინა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი ლელა ქართველიშვილი და ალ. ქართველის საზოგადოების საბჭოს წევრები ეწვივნენ, სადაც გაერთიანებულნი არიან ექსპერტები, მკვლევარები, ორგანიზაციის საპატიო წევრები და სხვა ცნობილი მოღვაწეები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ალექსანდრე ქართველის შესახებ მოპოვებული საარქივო მასალები, რომელიც ამერიკიდან ჩამოიტანეს რეჟისორის და მკვლევარის, ბატონი რამაზ ბლუაშვილის ხელმძღვანელობით ამერიკელმა მეგობრებმა.
გამოფენაზე არის წარმოდგენილი დიდი ავიატორის ხელით შესრულებული ნახაზები, მის მიერ დაპროექტებული საბრძოლო თვითმფრინავების მაკეტები, მისი ფოტოები, პირადი საჩუქრები, ნივთები, წიგნები და სხვა საინტერესო მასალები. ალ. ქართველის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ლეგენდარული ავიატორის ხელნაწერი, „წერილი საქართველოს განათლების კომისრის სახელზე” განსაკუთრებული დოკუმენტია (ამ მასალის აღმოჩენაში დაგვეხმარა საქართველოს ეროვნული არქივი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით არქივს).
სწორედ ამ წერილის საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ ბატონი ალექსანდრე ქართველიშვილი, როგორც წარჩინებული ახალგაზრდა, 1919 წელს სასწავლებლად პარიზში მიავლინა. აქედან დაიწყო მსოფლიოში ცნობილი ავიაკონსტრუქტორის პროფესიული წინსვლა და აღმავლობა. შემდეგ უკვე, 1928 წელს, იგი მიწვევით ევროპიდან ამერიკაში მიემგზავრება. ალექსანდრე ქართველის საარქივო მასალების გამოფენა უკვე 6 თვეა მიმდინარეობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივით და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით მოეწყო ალექსანდრე ქართველის საარქივო მასალების დათვალიერება. ალ. ქართველის საზოგადოება დიდ მადლობას უხდის გამოფენის ორგანიზატორებს.
13177841_1349352971747356_3859216575750191436_n 13230121_1349352935080693_8527171122447676638_n 13177742_1349352915080695_8260489893227348533_n 13173842_1349352828414037_1043124551124865331_n 13151832_1349352768414043_2026028793709037423_n 13164298_1349352738414046_3676587985908460301_n 13177430_1349352705080716_8171484454663456_n
13174220_1349413401741313_5503654403038999191_n 13174166_1349413425074644_252523414666426034_n13227141_1349376741744979_9192742233452388591_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები