თსუ-ს აკადემიური საბჭოს 14 ახალი წევრის ვინაობა დაახლოებით 2 საათში გახდება ცნობილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საარჩევნო უბნები დაიხურა. აკადემიური საბჭოს არჩევნები ზუსტად 10 საათზე დაიწყო და დღის განმავლობაში ამომრჩეველთა 75%-ანი აქტივობა დაფიქსირდა. ხმების დათვლის პროცედურა დაწყებულია, საბჭოს 14 ახალი წევრის ვინაობა კი დაახლოებით 2 საათში გახდება ცნობილი. არჩევნებში მონაწილეობას 33-მა კანდიდატმა მიიღო, ხმის მიცემის უფლება კი 726 აკადემიურ პერსონალსა და 65 სტუდენტს ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები