ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები პარასკევს და შაბათს, 1-ელ და 2 ივლისს ჩააბარებენ. 4-5 ივლისს ჩატარდება გამოცდები ზოგად უნარებში, 6-7 ივლისს – ინგლისურ ენაში. 6 ივლისს – რუსულსა და ფრანგულ ენებში, 7 ივლისს – რუსულსა და გერმანულ ენებში, 8 ივლისს – სამოქალაქო განათლებაში, 11 ივლისს – ქიმიაში, 14 ივლისს – მათემატიკაში, 15 ივლისს – გეოგრაფიაში, 18 ივლისს – ისტორიაში, 19 ივლისს ლიტერატურაში, 20 ივლისს ბიოლოგიაში, 21 ივლისს – ფიზიკაში, ასევე – სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
ამასთან, როგორც ცნობილია, 2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელს 41 500 -ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები