საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად ეკა მიშველაძე დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დაინიშნა. მიშველაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა.
როგორც ეკა მიშველაძემ წარდგენისას აღნიშნა, იმედი აქვს, რომ ჟურნალისტებთან მჭიდრო და ახლო ურთიერთობაში იქნება. იგი პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.
„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ყველა თანამშრომელს ასეთი ნდობისთვის.
ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ეტაპია.
ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, მე ვგულისხმობ ყველას, ვინც მედიაში მუშაობს.
ახლა გარკვეულ ახალ ეტაპზე გადავა ჩვენი თანამშრომლობა. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ისეთივე მჭიდრო, ისეთივე კოლეგიალური და თბილი დამოკიდებულება, როგორც გვქონდა წლების განმავლობაში“,- განაცხადა პრეზიდენტის ახლად დანიშნულმა პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები