სურამში 500-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაბა სურამში იმოფებოდა, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, გამწვანების აქცია გაიმართა.
ამაღლების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 ჰა ტერიტორიაზე 500-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.
აქციაში მონაწილეობა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. ნერგების მოვლა-პატრონობაზე ეროვნული სატყეო სააგენტო იზრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები