გიგლა აგულაშვილმა ბაზიერთა კლუბთან ერთად დამჭერ ფრინველებთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა

გიგლა აგულაშვილმა ბაზიერთა კლუბთან ერთად დამჭერ ფრინველებთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, სადაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ბაზიერთა კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე დამჭერ ფრინველებთან დაკავშირებით ამჟამად არსებული პრობლემები, რეგულაციები და კანონპროექტში სამომავლო ცვლილების საკითხი განიხილეს. ბიომრავალფეროვნების, სატყეო პოლიტიკისა და იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები, რეგულაციების შემუშავების პროცესში, ბაზიერების ჩართულობას უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები