თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
”თელასის” ცნობით, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ შემდეგ რაიონებს: გლდანის რაიონში: გლდანის მასივის „ა“ და II მიკრორაიონს;
დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, ესმა ონიანის, ლუბლიანას, გიული ჭოხონელიძის ქუჩების და აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრის მცხოვრებლებს;
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ტყავის ჩიხის, რკინის რიგის, ბამბის რიგის, კოტე აბხაზის, შარდენის, სიონის, შოთა ნიშნიანიძის, თუმანიანის და ერეკლე მეორეს ქუჩებს;
 
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, აფრიკის დასახლების 360 კილომეტრის, ჭიჭინაძის 360 კილომეტრის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, გიორგი გურჯიევის, ნიკოლოზ აფხაზის და ჯამბულ წურწუმიას ქუჩებს;
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, გუდამაყრის, ჩარგლის, თიანეთის, ტიბაანის, მუხრანის, დავით გარეჯელის და ხორნაბუჯის ქუჩებს;
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს;
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, დელისის III ქუჩის, ნუცუბიძის, იოველ ჯებაშვილის, გაზაფხულის, თამაზ ნადარეიშვილის, საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის და ცაგარელის ქუჩების მცხოვრებლებს;
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები